2020-2021 სასწავლო წელს პირველკლასელთა რიგებს 4 მოსწავლე დაემატება
2020-2021 წელს ჩვენ მშობლიურ სკოლას ოთხი პირვეკლასელი დაემატება
საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა
საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა
/სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლა/
- შესავალი
სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის (შემდგომში - ორგანიზაცია) საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების, „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული მეთოდების საფუძველზე.
გეგმის მიზანი - გეგმა განსაზღვრავს ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეფექტურ მიმართულებებს და ღონისძიებებს. ასევე, მართვის პროცესის განხორციელებას საობიექტო დონეზე. გეგმის მიზანია ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან თანამშრომელთა დაცვის საერთო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების წარმართვა. ასევე, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მისი განვითარების შემთხვევაში შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებების შემუშავება/ორგანიზება და შესაბამის პირთა კოორდინირებული ქმედებების უზრუნველყოფა.
- ტერმინები და განმარტებები
საგანგებო სიტუაცია – ობიექტზე, გარკვეულ ტერიტორიაზე ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურების, ხანძრის, ავარიის, კატასტროფის ან სხვა სახის უბედურებების, აგრეთვე დაზიანების საბრძოლო საშუალებათა გამოყენების შედეგად წარმოქმნილი სიტუაცია, როდესაც ირღვევა ადამიანთა ცხოვრებისა და საქმიანობის ნორმალური პირობები, საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზარალდება მოსახლეობა და ზიანდება ბუნებრივი გარემო;
საგანგებო სიტუაციის ზონა – განსაზღვრული ტერიტორია ან აკვატორია, სადაც წარმოიქმნა საგანგებო სიტუაცია;
საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილება – სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ეკონომიკურ, საინჟინროტექნიკურ, სანიტარიულ-ჰიგიენურ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ და სხვა ღონისძიებათა კომპლექსი, რომლებიც ხორციელდება ბუნებრივ გარემოსა და საშიშ საწარმოო ობიექტზე მონიტორინგისა და კონტროლის ორგანიზების, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის პროგნოზირებისა და პროფილაქტიკის, საგანგებო სიტუაციისათვის მომზადების, ხოლო მისი წარმოქმნის შემთხვევაში – ზარალის შემცირების მიზნით;
სახანძრო-სამაშველო დანაყოფები – სახანძრო დაცვისა და სამოქალაქო თავდაცვის საქმიანობის განმახროციელებელი სახელმწიფო ორგანოები.
- მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების შეფასება
სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლა მდებარეობს ადიგენის რაიონში, რომელიც არის ზომიერი მიწისძვრის ინტესნსივობის ზონა. მისი განთავსების ტერიტორია მოქცეულია ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების ტერიტორიაზე: (მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი,) სკოლის ტერიტორია ემიჯნება საცხოვრებელ შენობებს.
- ობიექტის დახასიათება
გომაროს საჯარო სკოლა არის ცალკე მდგომი შენობა, ერთსართულიანი ქვით ნაშენი შენობა. რომელთანაც განთავსებული გარე პარკინგი. ტერიტორიაზე განლაგებულია ბლოკით ნაშენები სველი წერტილი. შენობას აქვს 2 (ორი) საევაკუაციო გასასვლელი, რომელიც მიემართება გარეთ და აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შენობა უზრუნველყოფილია წყლითა და ელექტროენერგიით. მათი ჩამკეტი/გამშვები მარეგურირებელი მოწყობილობების და გაყვანილობის არასწორი ექსპლუატაციის გამო შესაძლოა წარმოიქმნას ხანძარი/აფეთქება. შენობაში არის დამონტაჟებული შიდა ხანძარსაწინააღმდეგო სტენდები და განთავსებულია საევაკუაციო გეგმები.
5. საჯარო სკოლის პერსონალის და მოსწავლეთა სწავლება
გომაროს საჯარო სკოლის პასუხისმგებელი პირების, პერსონალისა და მოსწავლეთა გადამზადება ითვალისწინებს მათთვის საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების გამომუშავებას, მათი შრომითი და საწარმოო-ტექნოლოგიური უსაფრთხოების ამაღლებას. გომაროს საჯარო სკოლის პასუხისმგებელი პირების, მასწავლებლების, ტექნიკური პერსონალისა და მოსწავლეების სწავლება ხდება უშუალოდ ადგილზე, სულ მცირე ექვს თვეში ერთხელ.
საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის წევრთა ფუნქციონალური მოვალეობები
საგანგებო შტაბის შეტყობინების სქემა
6. საგანგებო შტაბის შემადგენლობა:
1. საგანგებო შტაბის უფროსი;
2. საევაკუაციო ჯგუფის უფროსი;
3. შეტყობინებაზე პასუხისმგებელი პირი;
4. სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი;
7. საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის წევრთა ფუნქციონალური მოვალეობები
7.1. საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის უფროსი
სოფელ გომაროს საჯარო სკოლის საგანგებო შტაბის უფროსი ანგარიშვალდებულია, ზემდგომი ხელმძღვანელობის წინაშე. იგი პასუხისმგებელია „სკოლის’’ საგანგებო სიტუაციებზე მუდმივი მზადყოფნისათვის, რეაგირების დაგეგმვისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე მშვიდობიან და ომის შემთხვევაში.
მას ევალება:
- “ორგანიზაციის’’ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შედგენა და მისი ამოქმედება საგანგებო სიტუაციების დროს.
- თანამშრომლებისათვის საშიშროების შესახებ შეტყობინება და შესაბამისი ქმედებების ორგანიზება.
- მართვის და შეტყობინების ორგანიზება.
- თანამშრომელთა დადგენილი წესის მიხედვით დროული ევაკუაცია უსაფრთხო
ადგილებში.
- ექსტრემალური სიტუაციების განვითარების შემთხვევაში სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება.
- ორგანიზაციაში ყველა დონის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებების სწავლების ორგანიზება და განხორციელება.
7.2. საევაკუაციო ჯგუფის უფროსი
საევაკუაციო ჯგუფის უფროსი ექვემდებარება საგანგებო შტაბის უფროსს იგი ვალდებულია:
- შეიმუშაოს „ორგანიზაციის’’ ევაკუაციის გეგმა;
- განსაზღვროს შენობის საევაკუაციო გზები და გასასვლელები, იზრუნოს მათზე მანიშნებელი ნიშნების დაყენებაზე;
- ორგანიზება გაუკეთოს თანამშრომელთა რაოდენობის განსაზღვრას მათი ოპერატიულად ევაკუაციის მიზნით;
- მონაწილეობა მიიღოს ევაკუაციის შემთხვევაში ევაკუირებულთა მომარაგებაში პირველადი მოხმარების ნივთებით;
- აქტიური მონაწილეობა მიიღოს ობიექტის რეაგირების გეგმის შემუშავებაში, ევაკუაციას საკითხების დაზუსტებაში;
- საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში იცოდეს და წინასწარ ჰქონდეს მომზადებული თანამშრომელთა უსაფრთხო ადგილებში გადაადგილებისათვის საჭირო მონაცემები;
- ევაკუაციის გამოცხადების შემთხვევაში იგი ვალდებულია:
ა) სპეციალური სიგნალებით, დროულად შეატყობინოს თანამშრომლებს ევაკუაციის დაწყება;
ბ) ორგანიზება გაუკეთოს დანიშნულ დროში სრული შემადგენლობით თანამშრომელთა გამოცხადებას შემკრებ პუნქტზე, მათი უსაფრთხო ადგილებში გადასაყვანად.
7.3. შეტყობინებაზე პასუხისმგებელი პირი
შეტყობინებაზე პასუხისმგებელი პირი ექვემდებარება საგანგებო შტაბის უფროსს და იგი ვალდებულია:
- აქტიური მონაწილეობა მიიღოს რეაგირების გეგმის შემუშავებაში.
- ორგანიზება გაუკეთოს მართვის, კავშირისა და შეტყობინების მუდმივ მზადყოფნას.
- დროულად განახორციელოს შეტყობინება ხელმძღვანელი პირების და პერსონალის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
7.5. სახანძრო უსეფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ამოცანები:
ა) მშვიდობიან პირობებში:
- სახანძრო უსეფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი მოვალეა იცოდეს ჯგუფის პირადი შემადგენლობა, მათი მომზადების დონე, სამუშაო ადგილი. ჰქონდეს ჯგუფის პირადი შემადგენლობის სია საჭიროების შემთხვევაში მათი სწრაფი შეკრებისათვის;
- შეისწავლოს “სკოლის’’ შენობა და ელექტროგაყვანილობა სახანძრო დაცვის თვალსაზრისით;
- იცოდეს ელექტროენერგიის მოწოდების წყარო, მისი საერთო გამომრთველის ადგილმდებარეობა, ელექტროგაყვანილობის ვარგისიანობა, სუსტი ადგილები;
- სისტემატიურად ახორციელებდეს ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს; უნდა ამოწმებდეს ელექტრო ხაზების მდგომარეობას, ტერიტორიის დასუფთავებას, ცეცხლმაქრი საშუალებების მარაგის არსებობას და სხვა;
- უნდა ატარებდეს, როგორც თეორიულ ასევა პრაქტიკულ მეცადინეობას პირად შემადგენლობასთან.
- იცოდეს “სკოლაში’’ სკოლის პერსონალის რაოდენობა, ავარიის შემთხვევაში მათთვის დახმარების გაწევის მიზნით.
ბ) ექსტრემალური ვითარების განვითარებისას
სახანძრო უსეფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი მოვალეა სწრაფად შეკრიბოს ჯგუფის პირადი შემადგენლობა.
- მოკლედ განუმარტოს შექმნილი ვითარება, თითოეულ წევრს დაუსახოს ამოცანები;
- სისტემატიურად ახსენებდეს საგანგებო შტაბის უფროსს გაწეული საქმიანობის შესახებ;
- სასწრაფოდ შეატყობინოს არსებული სიტუაცია შესაბამის საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს.
- არსებული საშუალებების გამოყენებით განახორციელოს ცეცხლის ქრობა და მისი ლოკალიზირება, თუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
- ადგილზე მოსულ მეხანძრე-მაშველებს მოახსენოს საქმის ვითარება.
განგაშის ზარი
საგანგებო სიტუაციების განვითარებისას ჩაირთვება განგაშის ზარი (წინასწარ შეთანხმებული ხმოვანი სიგნალის იმიტაციით) და ორგანიზება უკეთდება პირველ რიგში გასატარებელი შემდეგი ძირითადი ღონისძიებების განხორციელებას:
- „სკოლის“ მასწავლებელთა და მოსწავლეთა ევაკუაცია ხანძრის, შესაძლო დატბორვის ან ნგრევის ზონიდან;
- მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაცია უსაფრთხო ზონებში;
- სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება;
- კავშირი განხორციელდეს სატელეფონო საშუალებებით. სატელეფონო კავშირის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში კავშირი განხორციელდეს სპეციალური რაციებით ან კურიერის მეშვეობით.
სათაური
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.
Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.
სათაური
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.
Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.
სათაური
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.
Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.
სიახლეების არქივი