მათმატიკის წრე „გონიერი მათემატიკოსები’’ ხელს შეუწყობს მათემატიკის მოყვარული ბავშვების გაერთიანებას. წრე ითვალისწინებს დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ინტერესებს, უნარებსა და საჭიროებებს. წრის სამუშაო თემები მოცავს მრავალფეროვან დავალებებს მოსწავლთა შემეცნებითი განვითარებისათვის. ისინი შერჩეული იქნება პრინციპით „ მარტივიდან რთულისა-კენ“ და „თამაშით სწავლება“. რაც ხელს შეუწყობს ლოგიკური და არ-გუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე სწორი დასკვნების გამოტან-ის უნარის განვითარებას. მათემატიკური თამაშის სახით დავალებების შესრულება მოსწავლეებს დაეხმარება გამოიმუშაოს ცხოვრებაში საჭირო ჩვევები, პრინციპულობა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვა-ნის უნარი.
საწრეო მუშაობის მიზანია:
- მოსწავლეებმა შეძლონ ნატურალური რიცხვების შეკრება და გამოკლება სხვადასხვა ხერხით.
- შეძლონ რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების შეგროვება.
- ამოხსნან ამოცანები შეკრება-გამოკლების, გამრავლება-გაყოფის შემცველი ალგებრული გამოსახულებებით.
- შეძლონ სივრცული ფიგურების ამოცნობა-კლასიფიკაცია.
- შეძლონ საგანთა და ფიგურათა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილის პოვნა.
საწრეო მუშაობაობა გაიმართება კვირაში სამჯერ ერთი საათის განმავლობაში.
ორშაბათი 4სთ. ოთხშაბათი 4სთ. პარასკევი 3სთ.
წრის ხელმღვანელი: გურამ მიქელაძე