ჩვენს სკოლაში სწავლის განცხადება
მოგესალმებით!
2020-2021 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა რეგისტრაცია განხორციელდება 4 ეტაპად
I ეტაპი: მოსწავლის რეგისტრაცია და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება - 2020 წლის 02 მარტიდან - 24 აპრილის ჩათვლით.
რეგისტრირდებიან მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.
ბავშვის რეგისტრაციის მიზნით, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს მისთვის სასურველ საჯარო სკოლას. აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაციას ახორციელებს ის საჯარო სკოლა, რომელსაც მიმართავს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
ბავშვის სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას აფასებს მულტიდისციპლინური გუნდი. მულტიდისციპლინური გუნდის დადებითი დასკვნის (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების) საფუძველზე, სკოლა ჩარიცხავს ბავშვს სკოლაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მულტიდისციპლინური გუნდის მიერ არ დადასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ბავშვის რეგისტრაცია ჩაითვლება გაუქმებულად და მისი პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მომდევნო ეტაპებზე დადგენილი წესის შესაბამისად.
II ეტაპი: მოსწავლის რეგისტრაცია და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება - 2020 წლის 27 აპრილიდან 08 მაისის ჩათვლით..
რეგისტრირდებიან მხოლოდ ის მოსწავლეები - რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო სკოლა.
III ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია განხორციელდება - 2020 წლის 13 მაისიდან - 05 ივნისის ჩათვლით.
რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე.
III ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა განხორციელდება 2020 წლის 08 ივნისიდან - 22 ივნისის ჩათვლით.
IV ეტაპი: მოსწავლის რეგისტრაცია და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება - 2020 წლის 24 ივნისიდან - 10 ივლისის ჩათვლით.
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, წინა ეტაპებზე დარჩენილ თავისუფალ ან გამოთავისუფლებულ ადგილებზე, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე.
2020-2021 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.
მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტებია:
- მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
- მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
შეავსეთ განცხადების ფორმა
თუ გსურთ განცხადების ფორმის შევსება, დააჭირეთ:
ნახეთ სტატუსი / შეიტანეთ ცვლილება თქვენს განცხადებაში
თუ გსურთ შეამოწმოთ, დაბეჭდოთ ან შეცვალოთ აქამდე შევსებული განცხადების ფორმა, შეიყვანეთ კოდი და აირჩიეთ სასურველი ფუნქცია.
ფორმის კოდი: